- Advertisement -

დავით ბერძენიშვილი: ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას!

6

პოლიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უკვე იმ კონდინციაშია, რომ ვინც მასთან არ არის მისი მტერია და ამიტომაც ივანიშვილს მაკო გომური დაზარალებულად კი არა მის მტრად მიაჩნია.
„ბიძინა ივანიშვილი იმ კონდინციაშია, რომ ვინც მასთან არ არის, ის მისი მტერია. მაკო გომური დაზარალებული არ არის, მაკო გომური ბიძინას მტერია, ასეთია ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება. როდესაც იაკობი ამბობს, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირები დანაშაულს ჩადიოდნენ, ამაზე ივანიშვილმა ათქმევინა პროკურორს, რომ არანაირი დანაშაული არ ყოფილა და ამაზე საქმეს არ აღვძრავთო. ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას.
სხვათა შორის ივანიშვილი ყველაზე უფრო სუსტია მათში ვისთანაც ომი მოსწევია ქართულ საზოგადოებას. მე ვიყენებ ტერმინს, ქართულ საზოგადოებას, რაც არ ნიშნავს მოსახლეობის უმრავლესობას, მაგრამ ნიშნავს იმ უმცირესობას, რომელთანაც არის სიმართლე და ის არის უმრავლესობის მთავარი ორიენტირი“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი
The post დავით ბერძენიშვილი: ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...