- Advertisement -

დავით ბერძენიშვილი: რუსეთის მთავარი საყრდენი ადრე ასლან აბაშიძის რეჟიმი იყო, დღეს – საპატრიარქოა

38

პოლიტიკოსის თქმით, როდესაც მათმა პარტიამ დაიწყო რუსულ გავლენებზე და მაფიოზობაზე საუბარი, მაშინ ვერავინ ბედავდნენ ლაპარაკს. ახლა კი კარგია, რომ ამ ვითარებაში მარტონი აღარ არიან.
“როდესაც ჩვენ დავიწყეთ რუსულ გავლენებზე და მაფიოზობაზე ლაპარაკი, მაშინ ვერავინ ბედავდა, რომ ჩვენთვის მხარი დაეჭირათ. კარგია, რომ პოლიტიკურ სივრცეში დაიწყო ამაზე ლაპარაკი და უკვე სირცხვილად ითვლება აეფარონ მათ”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
კითხვაზე, – დაიწყო ბრალდებები „რესპუბლიკური პარტიის“ მიმართ და ამ დღეებში კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ „რესპუბლიკელები“ ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებენო და რა პასუხი გაქვთ?
“კი ბატონო კიდევ ერთხელ გაიმეორეს. დიდი მადლობა აღიარებისთვის. „რესპუბლიკელები“ კმაყოფილები ვართ. მე გამოვაქვეყნე 2.5 წლის წინანდელი ჩვენი მიდგომები და ჩვენ ვთვლით, რომ ასლან აბაშიძის ანალოგი დღეს საქართველოს საპატრიარქოა. მაშინ საქართველოში რუსეთის მთავარი საყრდენი იყო, დღეს საპატრიარქოა რუსეთის მთავარი საყრდენი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არიან წესიერი სასულიერო პირები. არიან, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან და ჩვენ მათ მივეხმარებით.
როგორც საპატრიარქოს, ისე მედიის და საზოგადოების მხრიდან უკვე აღიარებულია, რომ პრობლემა არის და „რესპუბლიკელები“ აქეთ ვდგავართ. ეს კარგია იმიტომ, რომ მარტონი აღარ ვართ”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
The post დავით ბერძენიშვილი: რუსეთის მთავარი საყრდენი ადრე ასლან აბაშიძის რეჟიმი იყო, დღეს – საპატრიარქოა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...