- Advertisement -

დავით დონდუა: ვიმედოვნებთ, ზალბერის განცხადებას ბრიუსელის სათანადო რეაქცია მოჰყვება

806

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, საქართველოში ევროკავშრის ელჩთან, იანოშ ჯერმანთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. დავით დონდუა აღნიშნავს, რომ ენევის თანათავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება მიუღებელია და იმედოვნებს, ამაზე ბრიუსელს სათანადო რეაქცია ექნება. 

გაჟღერდა ევროკავშირის ურყევი პოზიცია და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, სუვერენიტეტისადმი და სამშვიდობო პოლიტიკისადმი რომელსაც საქართველო ახორციელებს.როცა ცხინვალის რეგიონში ჩანატრდა ე.წ. რეფერნდუმი და ე.წ. არჩევნები, ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც დაგმო რუსეთის ეს პროვოკაციული ქმდება საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მხრივ ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა და ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებით.

ის რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან რბილად რომ ვთქვათ მიუღებელი და გაუგებარია, ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს ისე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. 

ჩვენ კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას მოჰყვება სათანადო რეაქცია ბრიუსელის მხრიდან",-განაცხადა დავით დონდუამ. 

Comments
Loading...