- Advertisement -

დავით ზალკალიანი: კონგოში დატყვევებულ ქართველ მფრინავთან დაკავშირებით სიახლე არაფერია

693

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის გაცხადებით, კონგოში დატყვევებულ ქართველ მფრინავთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სიახლე არაფერია.

„სიახლე არაფერია. იცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო თავიდანვე ჩართული იყო ამ პროცესში.იყო ჩართული ჩვენი ელჩის მეშვეობით.მუდმივად ვიყავით კომუნიკაციაში კონგოში გაეროს წარმომადგენლობასთან, ასევე წითელ ჯვართან, ჩვენი ელჩი იმყოფებოდა კიდევაც კონგოში და ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურებიდან ვიღებდით, იყო გაზიარებული ოჯახთანაც. პროცესის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ჩაერთო საგარეო საქმეთა სამინისტრო, იყო მუდმივად კომუნიკაციაში როგორც აფრიკაში წარმომადგენლებთან, ასევე ოჯახთან. ჩვენ შემდგომ პროცესებს აუცილებლად შეგატყობინებთ, თუკი რაიმე განვითარება მოჰყვა ამ პროცესს“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, დასავლური მედიის ცნობით, ქართველი მფრინავი ტყვეობაში 27 იანვრიდან იმყოფება, როდესაც მეამბოხეებმა კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

Comments
Loading...