- Advertisement -

დავით ზურაბიშვილი: ივანიშვილმა სპექტაკლი დადგა, ოპოზიცია ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ

3

როგორც პოლიტიკოსმა “აიპრესს” უთხრა, ივანიშვილმა სპექტაკლი დადგა და პატარა ტრიუკი მოაწყო.
„ალბათ ჯერ კონსულტაციები უნდა ჩატარდეს ოპოზიციაში. არა მგონია, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებია სწორი, თუმცა არც გადადება არ შეიძლება. ჩემი აზრით, სწორი იქნება ის, რომ ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ ნებისმიერი საარჩევნო კანონით და ეს იქნება ყველაზე სწორი მიდგომა. არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ პროპორციულზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩავარდნა ივანიშვილის მიერ მოხდა. მან მოაწყო ეს სპექტაკლი და პატარა ტრიუკი ჩაგვიტარა. კიდევ ერთხელ გადაიფიქრა ის, რაც თავის დროზე მასშტაბური აქციების შედეგად დათმო“, – ამბობს ზურაბიშვილი.
კითხვაზე ვადამდელი არჩევნები ხომ არ აქვს დაგეგმილი, პასუხობს:
„არ ვიცი რა აქვს დაგეგმილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვადამდელისთვისაც მზად უნდა ვიყოთ და იმისთვისაც, რომ მომავალ წელს ამ დროს ჩატარდება და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ისეთი კოორდინაცია მოვახდინოთ, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც უკვე პროგნოზირებადად ცუდად იქცევა, შევცვალოთ“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები პროპორციულ სიაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

 
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი
The post დავით ზურაბიშვილი: ივანიშვილმა სპექტაკლი დადგა, ოპოზიცია ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...