- Advertisement -

დავით ზურაბიშვილი: “ოცნების” რიტორიკაა, რომ “ყველა ნაციონალი ციხეში”

8

ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “ევროპული საქართველოს” ლიდერების დავით ბაქრაძისა და გიგა ბოკერიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულების საკმარისი ტვირთი იყო, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა დემოკრატიის კონსოლიდაციის მიზნით და იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტია არ განადგურებულიყო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “აიპრესი” მაშინდელი კოალიციის წარმომადგენელს, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს დავით ზურაბიშვილს დაუკავშირდა, რომელსაც მივმართეთ კითხვით, რომ იყო თუ არა ამაზე გუნდში საუბარი 2012 წელს, რასაც ზურაბიშვილი უარყოფს და ამბობს, რომ მაშინ შეთანხმებულები იყვნენ იმაზე, რომ რევანშიზმი არ უნდა ყოფილიყო და ყველაფერი დამოუკიდებელ სასამართლოს უნდა გაერკვია, თუმცა შემდეგ ამ გზას გადაუხვია “ქართულმა ოცნებამ”.
რაც შეეხება იმას, ხომ არ არის შერჩევითი სამართლის ნიშნები ის, რაზეც ლაშა ნაცვლიშვილი საუბრობს? ამაზე ზურაბიშვილი ამბობს:
„ეს შერჩევითი სამართლის ნიშნები კი არ არის, არამედ დღეს ქვეყანაში საერთოდ არანაირი სამართალი არ არის. დღეს მთელი პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის პირადი კანტორაა.
არ მგონია, რომ ბოკერიას და ბაქრაძის დაჭერაზე იყოს გაკეთებული განცხადება, დაჭერა გაუჭირდებათ. უფრო მგონია, რომ უფრო რიტორიკაა. ის, ვინც „ქართული ოცნების“ პიარს განაგებს და იდეოლოგიაზე ვისაც აქვს პრეტენზია, მათ აქვთ ასეთი არასწორი წარმოდგენა, რომ „ყველა ნაციონალი ციხეში“, – აცხადებს დავით ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ლაშა ნაცვლიშვილმა ამ თემაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
“საჯარო ინტერესი რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს , ეს არის ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარება. ეს არის ყველაზე დიდი საჯარო ინტერესი,რომელმაც გადაწონა კონკრეტული ადამიანების დასჯის ინტერესი, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებშიც ისინი იყვნენ მხილებულნი, მაგალითად, დათო ბაქრაძე, რომელსაც 261 ათასი გირვანქა სტერლინგი ჰქონდა დამალული ერთ-ერთი ინგლისური ბანკის… არ ჰქონდა დეკლარირებული და ფულის გათეთრებით მიმდინარეობდა მის მიმართ გამოძიება და ერთი ნაბიჯი არის დარჩენილი, თუ პროკურორი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს დევნა. იგივე გიგა ბოკერია, მოუსყიდველის და რაღაც ებერისტული რიტორიკით რომ გველაპარაკება, უხორცო იდეოლოგის, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი. ეს არის უშიშროების საბჭოს მდივნობის დროს ათეულობით მილიონი, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი, ლარის გაფლანგვა-მითვისება-არამიზნობრივი ხარჯვა. არავინ იფიქროს, რომ ამ საქმეებს უჭირდა ან მტკიცებულებითი ტესტი არ იყო დადგენილი, ერთადერთი ინტერესი იყო, რომ დემოკრატის კონსოლიდაციისთვის, იმისთვის რომ ქვეყანაში შემდგარიყო ამას დემოკრატიის კონსოლიდაცია ეწოდება. ოპოზიცია პოლიტიკური ოპოზიცია, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო ხელისუფლებაში, რომელიც დამარცხდა არჩევნებში და გადავიდა ოპოზიციაში სრულად არ განადგურებულიყო”. – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

The post დავით ზურაბიშვილი: “ოცნების” რიტორიკაა, რომ “ყველა ნაციონალი ციხეში” appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...