- Advertisement -

დავით მათიკაშვილი: გიორგი აბაშიშვილს ვურჩევ, ნუ გასცდება მისი უფლებამოსილებების ფარგლებს

685

"პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ვურჩევდი ნუ გასცდება კანონით მისთვის დადგენილ უფლებამოსილებების ფარგლებს. მათ რომ თავიდანვე მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში, იქნებოდა გაცილებით უკეთესი, პოზიტიური და შედეგებზე ორიენტირებული, ნაცვლად იმ დესტრუქცივიზმიმისა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მთელი დროის განმავლობაში აწარმოა“, -ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, შედარება იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ თვითონ ინდივიდუალურად მიიღო კონსტიტუცია არის ტყუილი და საზოგადოების მოტყუება, რადგანაც, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობდნენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ორი თაობის კონსტიტუციონალისტები, მაღალი დონის პროფესიონალები.

„ეს კონსტიტუციური ცვლილებები, რაც მოიწონა კომისიამ საერთო სახალხო განხილვების შედეგად ასევე, საზოგადოების მიერ იქნა მოწონებული ასევე, ვენეციის კომისიის შედეგად ერთმმნიშვნელოვნად იქნა მოწონებული. ეს ყველაფერი მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ჩვენ ვდგევართ სწორ გზაზე და ნაცვლადა იმ არადემოკრატიული და არაჯანსაღი კონსტიტუციისა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დაგვიტოვა, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ექნება ძალიან კარგი და დემოკრატიული კონსტიტუცია",-განაცხადა მათიკაშვილმა. 

Comments
Loading...