- Advertisement -

დავით მათიკაშვილი: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართული ოცნება” ასრულებს დანაპირებს

369

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოცნება ასრულებს დანაპირებს. პრემიერ კვირიკაშვილის ინიციატივა უპრეცედნტოა მაშტაბითა და შინაარსით.

"ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობა ქმნის ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის მყარად დასაყრდენ მატერიალურ ღერძს. რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი სტიმულირების მექანიზმები ამოქმდდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის შიდა პროდუქტის და ე.ი. ჩვენი თანამოქალაქეების მატერიალურ კეთილდღეობის ზრდასთან. მზად ვართ შევქმნათ და დავხვეწოთ ყველა საკანონმდებლო მექანიზმი რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად", – განაცხადა მათიკაშვილმა.

Comments
Loading...