- Advertisement -

დავით ნარმანიამ გიორგი გაბუნიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა

664

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანი"-ს წამყვანს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა.  

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ნარმანიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქარტიის პრინციპები დაარღვია.

სადავო გახდა 2017 წლის 12 თებერვალს გადაცემა P.S-ის ის სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), აგრეთვე მესამე (დადასტურებული წყარო და ფაქტის მიჩქმალვა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება). განცხადების თანახმად, გადაცემის დასასრულს, გიორგი გაბუნიას ტექსტში, სადაც ის დავით ნარმანიას წარმოშობაზე საუბრობს, ასევე დარღვეულია მეშვიდე მუხლიც (დისკრიმინაცია).
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება დასწრება" – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

Comments
Loading...