- Advertisement -

დავით ნარმანიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 2016 წლის ანაგრიში წარუდგინა

572

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 

დავით ნარმანიამ კრწანისი შინდისის და სამება-მახათას ახალი გზაზე, კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იანი მონაკვეთის პროექტზე, ასევე პუშკინის ესტაკადაზე ისაუბრა. თბილისის მერმა 2016 წლის მნიშვნელოვან პროექტებს შორის გამოყო „ახალი ტფილისი“. პრეზენტაციაზე საუბარი  შეეხო მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, 2017 წლის მარტის ბოლომდე თბილისს “ Man Truck and Bus AG”-ის 143 ახალი ავტობუსი ეყოლება. გარდა ამისა, 2017 წელს თბილისს ექნება ახალი მუნიციპალური ავტობაზა, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო. ტრანსპორტის ნაწილში თბილისის მერმა ხაზი გაუსვა საბაგირო გზების განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია წლების განმავლობაში უფუნქციო კუს ტბის საბაგიროს აღდგენა.

ყურადღება გამახვილდა  გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზეც.  როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე თბილისის მერმა განაცხადა, 2017 წელს თბილისს ექნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც. 

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ 2016 წელს გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი, რის შედეგადაც 3000-ზე მეტმა ბავშვმა შეძლო დარეგისტრირება. გარდა ამისა, 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან კითხვები ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, მსხვილი საინვესტიციო პროექტებისა და გამწვანების ღონისძებების შესახებ დაისვა.  თბილისის მერის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან თბილისის მერია აქტიურად თანამშრომლობს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები ჩვენთან ერთად, საინტერესო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულნი. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად , რომ მიგვეწოდებინა მათთვის ინფორმაცია 2016 წელს განორციელებული პროექტებისა და პროგმების შესახებ და  გვესაუბრა 2017 წლის გეგმებზე. ძალიან საინტერესოდ წარიმართა პროცესი, გარდა იმისა, რომ გაკეთდა მათთვის პრეზენტაცია, ასევე ჩვენი მხრიდან მათთვის საინტერესო კითხვებსაც გაეცა პასუხები.  წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ თამშრომლობას, რათა ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრი საიტერესო პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

პრეზენტაციაზე  საუბარი  ასევე შეეხო კულტურისა და სპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებს.

Comments
Loading...