- Advertisement -

დავით ნარმანია: აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი პროგრამა უნდა განვითარდეს

2,260

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხაებით აბილიტაციის პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 

"ხვალ გაიმართება დედაქალაქის მერიაში სამუშაო შეხვედრა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მათი წარმომადგენლებიც და მერიის შესაბამისი სამსახურებიც იმისთვის, რომ საკითხი თავიდან ბოლომდე იქნას განხილული.

თუმცა, პროგრამა, რომელიც თავის დროზე შეიმუშავა თბილისის მერიამ ჩემი წინასაარჩევნო პროგრამის შესაბამისად იყო პირველი პრეცედენტი დედაქალაქში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების შესაბამისი პროგრამული დაფინანსების ტაობზე, რაც პროგრესული პროგრამაა. შესაბამისად, მას შემდგომი განვითარება უნდა მოჰყვეს.

კონკრეტულ საკითხებსა და ფორმებზე ვისაუბრებთ ამ შეხვედრაზე",- განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერიასთან რამდენიმე დღის წინ აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა აქცია გამართეს. ისინი დადგენლების ჩანაწერს აპროტესტებდნენ, სდაც მითითებულია, რომ პროგრამაში ჩართვა მხოლოდ  2015 წლის 1-ელ ივლისამდე თბილისში რეგსტირებულ ბავშვებს შეუძლიათ. მშობლები დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. 

Comments
Loading...