- Advertisement -

დავით ნარმანია: ბავშვთა სამყაროს დაზარალებლებს რისი შესაძლებლობაც გვქონდა შევთავაზეთ

552

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ "ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებლებს მუნიციპალიტეტი როგორც შეეძლო გვერდით დაუდგა. 

"დედაქალაქის საკრებულომ საკმაოდ მოინდომა, სიები დააზუსტა და ძალიან ბევრი იმუშავა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებისთვის მცირედით, მაგრამ მაინც გაგვემართა ხელი და შესაბამისად, გაკეთდა ეს შეთავაზება, რის შესაძლებლობაც იყო. მეორეს მხრივ, ვრჩებით იმ აზრზე, რომ მუნიციპალიტეტის უფლებამოსლებას არ განეკუთვნება ასეთ შემთხვევებში რაიმე სახის კომპენსაციის გაცემა, მაგრამ როცა ადამიანებს უჭირთ, რისი შესაძლებლობაც არის როგორც მოქალაქეებს, უნდა დაუდგეს მუნიციპალიტეტი გვერდით,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ერთჯერადი დახმარების სახით ერთჯერადად 3000 ლარს მიიღებენ. ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების რაოდენობა 345 ადამიანით განისაზღვრა. როგორც საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ განაცხადა, თანხა თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა  და სავარაუდოდ ორშაბთიდან თანხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყება. 

დაზარალებულები პირველად კომპენსაციას 5000 ლარს და საბანკო ვალდებულებების შეჩერებას ითხოვენ.

Comments
Loading...