- Advertisement -

დავით ნარმანია: მომავალ მერს მეტი რესურსი ექნება

353

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მომავალ მერს მეტი რესურსი ექნება.

დავით ნარმანიას თქმით, ეკონომიკური ზრდის გამო ბიუჯეტიც გაიზარდა, ამასთან მისი მერობის პერიოდში რამდენიმე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან მოლაპარაკება უკვე გაიმართა, რომლებიც დედაქალაქში პროექტებს დააფინანსებენ.

„ეკონომიკური ზრდის კვალობაზე ბუნებრივია ერთის მხრივ ბიუჯეტი იმატებს, მეორეს მხრივ, ჩვენ რამდენიმე კარგი მოლაპარკება გვქონდა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც მომავალში ქალაქში კიდევ უფრო მეტ პროექტებს დააფინანსებენ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
 

Comments
Loading...