- Advertisement -

დავით ნარმანია: მძიმე და უხეში შეცდომა არ დამიშვია

339

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დატვირთული რეჟიმის პირობებში შეცდომა გარდაუვალია.

თუმცა, მერი ფიქრობს, რომ მას მძიმე და უხეში შეცდომა არ დაუშვია.

აქვე, ნარმანია ამბობს, რომ ის დემოკრატი მენეჯერია და ამის გამო მეგობრებისგან შენიშვნებსაც იღებდა.

„როცა დატვირთული რეჟიმი გაქვს და ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია არსებობს შეცდომები. ძალიან მძიმე და უხეში შეცდომა ჩემი აზრით არ დამიშვია. თუმცა, ამას თვითონ საზოგადოება შეაფასებს და მომავალში უფრო მეტს იტყვიან შეცდომები მქონდა თუ არა.

ყველას ვენდობი და ვთქვათ როდესაც ადამიანს დავავალებ, ან სიტყვას ვიტყვით, ხელს ჩამოვართმევთ ერთმანეთს, იქ ჩემთვის იწყება ნდობა და ეს ნდობა არასდროს არ მთავრდება. სამწუხაროდ იყო ცალკეული შემთხვევები და ასეთი რამ არ გამართლდა. შეიძლებოდა უფრო მკაცრი ვყოფილიყავი, ამას ჩემი მეგობრები ძალიან ხშირად მეუბნებიან. მეტი სიმკაცრის შემთხვევაში, შეიძლება უფრო სხვანაირი მმართველი ვყოფილიყავი. თუმცა ეს ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს. არსებობენ დემოკრატი მენეჯერები, არსებობენ მკაცრი, ავტოკრატი მენეჯერები, მე უფრო დემოკრატი მენეჯერი ვარ. ჩემი, როგორც მმართველის ხასიათი, არის მეგობრული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

Comments
Loading...