- Advertisement -

დავით ნარმანია: რატომ უნდა მივიდე საკრებულოს სხდომაზე? ამ შოუს მონაწილე ვერ ვიქნები

594

 

დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია თბილისის საკრებულოს უმცირესობის მოთხოვნით, 1-ელ მარტს საკრებულოში მისვლას არ აპირებს. 

"ამ შოუს მონაწილე ვერ ვიქნები იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ თემაზე, რომელზეც ხელმოწერები შეგროვდა, პრაქტიკულად, ყველა კითხვას გაეცა პასუხი. კანონი დაცულია, პროცედურები დაცულია. ასე რომ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა მივიდე საკრებულოს სხდომაზე",- აღნიშნა ნარმანიამ. 

ცნობისთვის, საკრებულოს უმცირესობა 1-ელ მარტს ნამრანიას საკრებულოში მისვლას ითხოვს. განსახილველი თემა კი მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ძმისთვის კომპენსაციის სახით 1 მილიონი ლარის გადაცემაა. 

Comments
Loading...