- Advertisement -

დავით ნარმანია: საკუთარი თავის პიარზე არ ვმუშაობდი

366

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ის საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს საჯარო პრეზენტაციას, სადაც ის სამწლიან მერობის პერიოდს შეაჯამებს.

ამასთან, ნარმანიას თქმით, ის ნაკლებად ფიქრობდა მერობის პერიოდში საკუთარი თავის პიარზე და მეტად იყო დაინტერესებული საქმით.

"მე საკუთარი თავის პიარზე არ ვმუშაობდი. იმაზე უფრო მეტს ვფიქრობდი რა შედეგებს დავდებდი, ვიდრე ეს ყველაფერი წარმომეჩინა. ვაკეთებ შემაჯამებელ ანგარიშს თუ რა გავაკეთეთ სამი წლის განმავვლობაში",- აღნიშნა ნარმანიამ "იმედის" ეთერში.

დავით ნარმანიას განცხადებით, ის რჩება "ქართული ოცნების" გუნდში.

დავით ნარმანია თბილისის მერი 2014 წელს გახდა.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 51.13% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერის პოსტს კალაძე ჩაიბარებს.

Comments
Loading...