- Advertisement -

დავით ნარმანია: ძალას არ ვიშურებთ, რომ თბილისელების ცხოვრება უკეთესი გავხადოთ

529

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წლის მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება და გამწვანებითი ღონისძიებები გახლდათ.

ქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, დავით ნარმანიას თქმით, პროგრამული ბიუჯეტი სწორედ ამ საჭიროებებზე იქნა მიმართული.

თბილისის მერმა წლების მიხედვით ბიუჯეტის ათვისებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ბიუჯეტის შესრულების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეული თბილისელი გრძნობდეს, რომ ჩვენ ძალას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ მათი ცხოვრება გავხადოთ უკეთესი. ამისთვის ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

Comments
Loading...