- Advertisement -

დავით ნარმანია: ხელისუფლება ომის ვეტერანების კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებს

529

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. თბილისის მერის განცხადებით, ხელისუფლება ომის ვეტერანების კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებს.

"ძალიან დიდია იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც ერთიანობისთვის და მსოფლიოში მშვიდობისთვის ყველაფერი გააკეთეს. ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა დღეს შემორჩენილი ამ ადამიანებისა. ჩვენ, ერთის მხრივ, ვიხსენებთ მათ, ვსაუბრობთ მათ ღვაწლზე, ხოლო მეორეს მხრივ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე ჯანმრთელად არიან, ვულოცავთ დღევანდელ დღეს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელად და უზრუნველყოფილნი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვაკის პარკში ღონისძიებაზე თბილისის მერის მოადგილეები, გიგა ნიკოლეიშვილი და ნინა ხატისკაცი, ვაკის რაიონის გამგებელი და თბილისის მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ომის ვეტერანებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწიათ – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 326 ვეტერანს 600 ლარი ჩაერიცხა.

Comments
Loading...