- Advertisement -

დავით სერგეენკო: სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი პატარას ოჯახს

347

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩუთყვავილას ინფექციით გარდაცვლილი თბილისის №56 ბაღის აღსაზრდელის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"ამ დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები, რამდენიმე დღეში დასრულდება მოკვლევა და სპეციალისტებს შეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხროდ, ამ შემთხვევაში ჩუთყვავილას შედარებით იშვიათი, მაგრამ რთული ფორმაა. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი პატარას ოჯახს", – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, ბაღის დირექტორის გაცხადებით, მსგავსი ინფექცია სხვა აღსაზრდელებსაც აქვთ, თუმცა მსუბუქ ფორმებში.

№56 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. 

Comments
Loading...