- Advertisement -

დავით სერგეენკო: სჯობდა მცოცავ ოკუპაციაზე განცხადება სხვანაირად გამეკეთებინა

384

 

შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 3 აგვისტოს, მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

სერგეენკოს განცხადებით, სჯობდა სხვანაირად გაეკეთებინა განცხადება. სერგეენკო აქვე დასძენს, რომ მას აზრად არ ჰქონია ის, რომ საქართველოში ოკუპაცია არ არსებობს. მისი თქმით, ოკუპაცია 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო.

„გული მტკივა იმაზე, რომ ასეთი ფორმულირებით გაცემულმა ჩემმა პასუხმა ასეთი მღელვარება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. მე რა თქმა უნდა არ მქონია აზრად იმის თქმა, რომ ოკუპაცია არ არსებობს საქართველოში. ოკუპაცია ბუნებრივია 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო. ვწუხვარ იმაზე, რომ ასეთი ფორმულირებით გავაკეთე კომენტარი. ალბათ სჯობდა სხვანაირად გამეკეთებინა განცხადება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, დავით სერგეენკომ 3 აგვისტოს შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, რომ მცოცავი ოკუპაცია არასწორი ტერმინია და ეს არ ნიშნავს ახალი საზღვრების გადმოწევას.

„რუსეთის ქმედებების აღწერისას, ძალიან ხშირად სამწუხაროდ, ტერმინი “მცოცავი ოკუპაცია“ გამოიყენება, რომელიც თავისი საფუძველით არ არის სწორი. ეს არანაირიმცოცავი და ეტაპობრივი არ არის. ეს არის სამწუხაროს იმ ფარგლების, იმ საზღვრების დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთალეგიტიმაცია. არანაირ ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება“, – განცხადა 3 აგვისტოს დავით სერგეენკომ.

Comments
Loading...