- Advertisement -

დავით უსუფაშვილი: ქვეყანაში ქაოსი ბიძინა ივანიშვილმა და მისმა სისტემამ შექმნა

608

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, ქვეყანაში ქაოსია, რომელზეც პასუხისმგებელი ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილია.

როგორც მან "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაში ყოველთვის მონაწილეობდა. 

"თქვენ მე მეკითხებით, ივანიშვილი არაფორმალურ მმართელობაში მონაწილეობდა? კი! შეცდომებს უშვებდა? კი! 2016 წლის მდგომარეობით მან განაპირობა ქვეყნის არასწორ გზაზე დადგომა თავისი ხედვებით? მე გეუბნებით, კი! ქაოსი შექმნა ივანიშვილმა და მისმა შექმნილმა სისტემამ. მეკითხებით, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე? გეუბნებით, ივანიშვილი",- განაცხადა უსუფაშვილმა

Comments
Loading...