- Advertisement -

დავით უსუფაშვილი: ყოველი მოსული ხელისუფლება სახელმწიფოს პრივატიზაციას უკეთებს

537

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში დესტრუქციული პოლიტიკური ველია, რომელიც უნდა შეიცვალოს. 

"ამ პოლიტიკური ველზე, სადაც ყოველი მოსული ხელისუფლება სახელმწიფოს ეუფლება, ეპატრონება, პრივატიზაციას ახდენს, რომელიც სახელმწიფო ინტერესს თავის საკუთარ ინტერესთან აიგივებს, აქედან გამომდინარე ყველა დანარჩენს სახელმწიფოს მოწინააღმდეგედ თვლის და მთელ სახელმწიფო მანქანას თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართავს და ეს ასე იყო დასაბამიდან, ჩვენი თანამდეროვე სახელმწიფობრიობაში, ასე ქვეყანა ვერ შენდება, ვერ აშენდება, ამიტომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ამ თემაზე, დესტრუქციული პოლიტიკური ველია შესაცვლელი და არა პიროვენებები და პარტიები",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

Comments
Loading...