რუსეთს შეუძლია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდი გახდეს,-აღნიშნულის შესახებ დალაი ლამამ რადიო "კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში განაცხადა.
დალაი ლამას თქმით, მას სჯერა, რომ "რუსეთს დიდი მომავალი აქვს". მან ასევე აღნიშნა, რომ სურს NATO-ს შტაბბინა ბრიუსელიდან მოსკოვში გადავიდეს. მისი თქმით, "რუსულ მენტალობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მტრული ძალების სიმბოლოა".
"თუ NATO-ს ოფისი მოსკოვში იქნება, ფსიქოლოგიურად ყველაფერი ადვილი გახდება, იქნება იმის განცდა, რომ თქვენ და ამერიკელები ერთად ხართ", – განაცხადა დალაი ლამამ.
როგორც მან გაიხუმრა, ეშინია იმის, რომ აღნიშნული წინადადების შემდეგ, შესაძლოა აშშ-ში არ შეუშვან.