- Advertisement -

დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი “მომგებიანი და აზარტული თამაშების აკრძალვა-შეზღუდვის” შესახებ კანონპროექტს ხელახლა დაარეგისტრირებს

29

“ამ კანონპროექტის ძირითადი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ დავარტყათ ტრენდს და ვთქვათ, რომ თამაში არის ცუდი. ქვეყანაში ავკრძალოთ აზარტული და მომგებიანი თამაშის რეკლამა.
9 თვის წინ შემოტანილი კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო და თქვა, რომ თავად შემოიტანდა აღნიშნულ კანონპროექტს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ნაბიჯი არ გადადგმულა. ამიტომ, ჩვენ ხელახლა დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომელის მიხედვითაც იკრძალება ნებისმიერი რეკლამა, რომელიც არის დაკავშირებული აზარტულ და მომგებიან თამაშობებთან. რეკლამები იკრძალება როგორც სატელევიზო ფორმატში, ასევე ელექტრონულ ფორმატში, ინტერნეტში, ბილბორდებზე, ტაქსებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე” -განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ეს ბიზნესი ქმნის ქვეყანაში, ეს არის სახელმწიფოს უმოქმედობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვერ იცავს არასრულწლოვნებს აღნიშნული სერვისის მოხმარებისგან თავის შეკავებაში.
“მეორე საფრთხე რაც ამ ბიზნესმა შექმნა, არის ფულის გათეთრების და უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკები. დღევანდელი სისტემა იძლევა საშუალებას, რომ ადამიანმა ამ კომპანიების სერვისის გამოყენების საშუალებით შეძლონ ძალიან ბევრი თანხის გათეთრება. სამწუხაროდ, არაფერს არ აკეთებს სახელმწიფო, რომ მინიმუმ ამ ორი რისკისგან დაიცვას ჩვენი საზოგადოება, რომ არაფერი ვთქვათ მოთამაშეების რაოდენობის მასშტაბზე, რომელმაც არაოფიციალური მონაცემებით, ნახევარ მილიონ საქართველოს მოქალაქეს გადააჭარბა”-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
The post დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი “მომგებიანი და აზარტული თამაშების აკრძალვა-შეზღუდვის” შესახებ კანონპროექტს ხელახლა დაარეგისტრირებს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...