- Advertisement -

დარეჯან ცხვიტარია: ქვეყანაში სადაც პრემიერი თვალებთხარია გახარიაა, კაკულიას დაჭერა აბსურდია

5

„პარაგრაფში“ ივანიშვილის შეკრებამ გამოიღო ეს ყველაფერი, რომ ვიღაცას უნდა შეახოცოს ხელი, ეს არის მისი ხრიკები და ყველაზე დაბალი ეშელონებიდან დაიწყო ადამიანების დაჭერა, სადაც ამ ქვეყანაში, თვალთხარია გახარია არის პრემიერ მინისტრი, კაკულიას დაჭერა არის აბსურდი.
კი, მართელია, ფოთში არაფერი კეთდება და ყველაფერი გაჩერებულია თითქმის მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავ, რომ ეს კაკულუას ბრალი იყო მარტო, ეს ა ხელისუფლების, ზემოდან ვერტიკალში ჩამოდის, რომ ამ ქალაქისთვის არაფერი ემეტებოდათ არასდროს და თუკი რამე კეთდებოდა ამ ქალაქში, ყველაფერში ხელისუფლების მაღალი ეშელონები იყო ჩართული.ძალიან კრიტიკულად ვიყავით ერთმანეთის მიმართ დამოკიდებული, მაგრამ ძალიან, განვიცადე, დაჭერა ნამდვილად მიუღებელი იყო ჩემთვის“ –  განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგლობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ფოთის ყოფილ მერთან ირაკლი კაკულიასთან ერთად, საფინანსო პოლიციამ სამი პირი დააკავა, ლევან ჩოჩია, ნიკა გრიგოლია, რომლებიც კაკულიას მერობის დროს, მისი მოადგილები იყვნენ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ზურაბ ყურუა.გავრცელებული ინფორმაციით, საქმე მალთაყვის სანაპირო ზოლის განაშენიანების პროექტს ეხება, სადაცა სახელმწიფო აუდიტმა, დარღვევები დააფიქსირა.

The post დარეჯან ცხვიტარია: ქვეყანაში სადაც პრემიერი თვალებთხარია გახარიაა, კაკულიას დაჭერა აბსურდია appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...