- Advertisement -

დარიალის ხეობაში 2 კმ-მდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა დაიწყო

525

დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობ,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე სიგრძის გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5 მ იქნება.

სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან გიორგი სეთურიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის ღირებულება 47 000 000 ლარზე მეტია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამოდენიმეჯერ განმეორდა რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.

შესაბამისად, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს ჰქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა.

Comments
Loading...