- Advertisement -

დარჩიაშვილი: ეს არის ანტიფაშისტური მშვიდობიანი მარში, ჩვენ აქ ექსცესებისთვის არ მოვსულვართ

367

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი საპატრიარქოს მიერ რამდენიმე საათის წინა გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ "ევროპულ საქართველოს" გასათვალისწინებელი არაფერი აქვს, რადგან მათი აქცია მშვიდობიანია.

"ეს არის მშვიდობიანი საპროტესტო ანტი ფაშისტური მარში, რაიმე ამ იდეების წინააღმდეგ არის საპატრიარქო?! ეს არის მშვიდობიანი საპროტეტსო მარში, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიულმა საზოგადოებამ იფუნქციონიროს. ჩვენ აქ ექსცესებისთვის არ ვართ მოსული, მათი მხრიდან კი ეს სრულიად დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. ეს ჯგუფები აფილირებულნი არიან ხელისუფლებასთან",-აცხადებს დავით დარჩიაშვილი. 

Comments
Loading...