- Advertisement -

“დატოვე პარლამენტი ქუთაისში” კამპანიის ფარგლებში დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

62

საინიციატივო ჯგუფი “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” კამპანიას აგრძლებს, რომლის ფარგლებში დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით მიმართავენ. მათი თქმით, გადაწყვეტილებას, რომელიც არაა კანონიერი არ აღიარებენ და ამიტომ, მოითხოვენ არა დაბრუნებას, არამედ დატოვებას.

“საინიციატივო ჯგუფი აგრძელებს აქტივობას და მოვითხოვთ, დააბრუნონ პარლამენტი ქუთაისში. 12 თებერვალი სპეციალურად დავამთხვიეთ პარლამენტარიზმის 100 წლის თავს. როგორც ვიცით, 12 მარტს ქართულ პარლამენტარიზმს 100 წელი უსრულდება, ამიტომ ერთი თვით ადრე განვაახლეთ აქტივობა. ამ მოცემულობაში, გულწრფელად გეტყვით, არ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლება პარლამენტს დააბრუნებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფარხმალი უნდა დავყაროთ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”-განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა მაკა ხეცურიანმა.

დღესვე მოხდა კამპანიის ფარგლებში გადაღებული კლიპის ჩვენება და გაჟღერდა სამომავლო გეგმები. ჯგუფის წევრის ეკა ფხაკაძის განცხადებით, ქუთაისისთვის პარლამენტს ალტერნატივა არ აქვს. “ქუთაისიდან წაიღეს სემეკი, კონტროლის პალატა და აპირებენ ბათუმიდან წაიღონ საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არის პროვინციული პოლიტიკა პროვინციების წიინაღმდეგ. ქუთაისისთვის პარლამენტს ალტერნატივა არ აქვს და გვინდა ვაჩვენოთ, მშვიდად წყნარად, როგორ უნდა იბრძოლოს ქალაქმა”-განაცხადა ფხაკაძემ.

ორგანიზაციის წევრების თქმით, იწყება ღირსებისთვის ბრძოლა და ეს ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.

Comments
Loading...