- Advertisement -

დაჩი ბერაია: ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო ჩემი გადარწმუნება

54

როგორც დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ შეხვდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, თუმცა მან ვერ შეძლო მისი გადარწმუნება.
„პოზიციას არ ვიცვლი, ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ. პირველ რიგში უნდა დავაფიქსირო ჩემი დიდი პატივისცემა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისი პიროვნებისა და გადაწყვეტილების მიმართ. ჩვენ გუშინ ძალიან ბევრი ვისუაბრეთ გავუზიარეთ ერთმანეთს პოზიციები, თუმცა მან ვერ შეძლო ჩემი გადარწმუნება. მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში დადგება ჩემი უმრავლესობიდან წასვლის საკითხი. არ მიმიღია არანაირი გაფრთხილება, არგუმენტები გავცვალეთ, მან მოისმინა ჩემი პოზიცია. ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ჩემთვის ძალიან რთული იყო ეს შეხვედრა“, -განაცხადა დაჩი ბერაიამ.
The post დაჩი ბერაია: ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო ჩემი გადარწმუნება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...