- Advertisement -

დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით აპრილში წასრდგება

544

 

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია საკრებულოს წინაშე ანგარიშით აპრილში წასრდგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, საკრებულოს ოპოზიცია ითხოვს, რომ თბილის მერი დავით ნარმანია რიგგარეშე სხდომაზე ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით მივიდეს.

ნარმანია კი ამბობს, რომ საკრებულოს ოპოზიციას შოუს დადგმა სურს და მათ ამის საშუალებას არ მისცემს. 

"მე არ უგულვებელვყოფ საკრებულოს, საკრებულოსადმი ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა არაერთხელ გამომიხატავს.მივსულვარ საკრებულოში წლიური ანგარიშით და გასულ წელს რიგგარეშე სხდომაზეც 2-ჯერ ვიყავი.წელსაც, აპრილის თვეში ვაპირებ წარვსდგე ანგარიშით საკრებულოს წინაშე, ამის პრობლემას ვერ ვხედავ. უბრალოდ. უმცირესობას სხვა რამ ამოძრავებსნ და ამ სხვა რაღაცის რეალიზაციაში ხელი არ შევუწყე. მათი გეგმები შოუს მოწყობასთან დაკავშირებით არის ჩაშლილი და რა გზას და რა ხერხებს მიმართონ, უკვე აღარ იციან. თხოვეს 2 საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია და მივაწვდით კიდეც, თუ ვინმეს რამე დააინტერესებს. ცამდე მართლები ვართ და საკრებულოშიც მივალთ", – აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

Comments
Loading...