- Advertisement -

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მერის მოადგილეები დაამტკიცა

525

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მერის მოადგილეები დაამტკიცა.

თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ირაკლი ხმალაძე გახდა.

თბილისის მერის მოადგილეები გახდნენ ასევე მაია ბითაძე, ირაკლი ბენდელიანი, გიგა ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილის კანდიდატურები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაასახელა და საკრეულოს დასამტკიცებლად წარუდგინა.

აქვე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მერის მოადგილის თანამდებობაზე ილია ელოშვილსაც დაასახელებს, მას შემდეგ რაც სამინისტროების სტრუქტურიზაცია დასრულდება. 

Comments
Loading...