- Advertisement -

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის რაიონების გამგებლები დაამტკიცა

467

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის რაიონების გამგებლები დაამტკიცა.

დედაქალაქს 5 ახალი გამგებელი ჰყავს, დანარჩენებმა კი პოზიციები შეინარჩუნეს.

ძველ პოზიციებს ინარჩუნებენ ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ჩუხუღეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

საბურთალოს ყოფილი გამგებელი ბექა მიქაუტაძე გლდანის გამგეობაში გადავიდა. საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე კი, ამაე რაიონის გამგებლად დაინიშნა.

რაც შეეხება ახალ სახეებს, ესენი არიან: კრწანისის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, ისინის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და სამგორის გამგებელი დავით კერესელიძე. 

Comments
Loading...