- Advertisement -

დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორეცხვისა და გამწვანების სამუშაოები იწყება

299

მიმდინარე კვირაში დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორეცხვისა და გამწვანების სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს პროცესის კონტროლი დაავალა.

გარდა ამისა, თბილისის მერმა დავალება მისცა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორს, ლევან ჯღარკავას დასუფთავების მასშტაბური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.

„დავიწყოთ ცენტრალური ქუჩებით და გადავიდეთ ყველა რაიონში. ჩვენი ქალაქი უნდა იყოს ყველაზე სუფთა. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობაც აგვიბამს მხარს და შემოგვიერთდება ამ მნიშვნელოვან ღონისძიებებში. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ, სხვლა-ფორმირების სამუშაოები ისე დაგეგმოთ, რომ მოძრაობა არ შევაფერხოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

Comments
Loading...