- Advertisement -

დევიდ ჰობსი: იშვიათად ხდება, როდესაც NATO-ს საპარლამენტო სესიები არაწევრ ქვეყნებში იმართება

486

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის დევიდ ჰობსის განცხადებით, საქართველო ის იშვიათი NATO-ს არაწევრი ქვეყანა-გამონაკლისია, სადაც მაინც იმართება ალიანსის საპარლამენტო სესიები, რაც NATO-ს საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანია.

„იშვიათად ხდება, როდესაც NATO-ს საპარლამენტო სესიები არაწევრ ქვეყნებში იმართება და მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ეს სესია საქართველოში იმართება. ეს არის ძალიან კარგი გზა და საშუალება NATO-სთვის, გამოხატოს მართლაც მჭიდრო და მყარი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი.

ჩვენ 49 დელეგაცია გვყავს ჩამოყვანილი, ძალიან ბევრი წარმოამდგენელი და მონაწილეა. ეს არის მართლაც ძალიან კარგი ადგილი, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით თქვენს არაჩვეულებრივ ქვეყანაში და ჩვენ სამი დღის განმავლობაში გევქნება ძალიან მაღალი დონის მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრები“, – აღნიშნავს დევიდ ჰობსი.

Comments
Loading...