- Advertisement -

დეკანოიძე: ივანიშვილმა შვებით ამოისუნთქა, რომ სააკაშვილი არ მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე

308

მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში რეადმისიას მისი თანაგუნდელი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება, რომელიც სააკაშვილის პოლონეთში იძულებით გადაადგილებას გატაცებას უწოდებს.

"დარწმუნებული ვარ "ქართულმა ოცნებამ" და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა შვებით ამოისუნთქა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე. ფაქტია, სხვა პოლიტიკური რეალობა შეიქმნებოდა… ეს არაფრის დასასრული არ არის, პირიქით ბრძოლა იწყება“ და ჩვენ ყველა ამ ბრძოლაში ვართ. პირველ რიგში, სააკაშვილია ამ ბრძოლაში" – განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

Comments
Loading...