- Advertisement -

დეკანოიძე მეუფე იაკობის განცხადებაზე: ცივილიზებულ ქვეყანაში გამოძიება დაიწყებოდა

29

“ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრემიერი, რომელიც დასახელებული იყო მღვდელმსახურის მიერ ამ შეთქმულების მონაწილე ერთ-ერთ პირად. რეალურად, მისი რაღაც ძველ ბიჭური განცხადება იყო იმის მანიშნებელი რომ ამ ქვეყანაში, სანამ სახელმწიფო მიტაცებული აქვს ოლიგარქს, ობიექტური პასუხები არ გვექნება გამოძიებისგან.
ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში დაიწყებოდა გამოძიება. აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე. დაიკთხებოდა კონკრეტული პირები, რომლებიც დაასახელა ღვდელმსახურმა”,-ამბობს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და “ზოგიერთი ბიზნესმენი”, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.
The post დეკანოიძე მეუფე იაკობის განცხადებაზე: ცივილიზებულ ქვეყანაში გამოძიება დაიწყებოდა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...