- Advertisement -

დეკანოიძე: მე რომ ვყოფილიყავი პრემიერი კვირიკაშვილი, დაუყონებლივ გავათავისუფლებდი სოზარ სუბარს

448

რეალურად მათ გათავისებული არ აქვთ რას ნიშნავს ქვეყნის სუვერენინტეტი და ეროვნული უსაფრთხოება",- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

"მე რომ ვყოფილიყავი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დაუყონებლივ გავათავისუფლებდი სოზარ სუბარს თანამდებობიდან იმ არაადეკვატური და მავნებლური კაპიტულანტური განცხადების გამო , რომელიც მან გააკეთა ჟურნალისტებთან",-განაცხადა ხატია დეკანოიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას. 

მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას ადეკვატურობის შეგრძნება დაკარგული აქვს.

მან, რეალურად, ყველა მიმართულებით, დიპლომატიური მიმართულებით, საერთაშორისო მიმართულებით, საერთაშორისო მოლაპარკებები, ორმხრივი, სტრატეგიული, თავისუფალი სამყაროს ლიდერებთან ურთიერთობით დაკარგა, არ გაააქტიურა ის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც ეწოდება ჩვენს სტრატეგიულ მეკავშირეებთან ალიანსი, ზუსტად ოკუპაციის მიმართულებით",-განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

Comments
Loading...