- Advertisement -

დეკლარაციის შევსების წესის დარღვევის გამო ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია დაჯარიმდა

307

აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა თორდია ქონებრივი დეკლარაციის დარღვვევით შევსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.

2017 წელს, "შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილების შესაბამისად შემოწმებას დაექვემდებარა მხოლოდ დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევით და დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე შერჩეული თანამდებობის პირების დეკლარაციები.

წლის განმავლობაში შესამოწმებელი დეკლარაციების რაოდენობა შეადგენდა 284 დეკლარაციას.

მონიტორინგის შედეგად 224 დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად, ხოლო 56 დეკლარაცია შეფასდა დადებითად.

მონიტორინგის შედეგების ანგარიში საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 29 დეკემბერს გამოაქვეყნა.

Comments
Loading...