- Advertisement -

დეპუტატებს დებატების დროს არაკორექტული საუბარი აეკრძალებათ

353

საკანონმდებლო ორგანო „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსზე“ იწყებს მუშაობას.

ეთიკის კოდექსის პროექტში განსაზღვრულია პარლამენტის წევრის ქცევის წესები.

პროექტით, პარლამენტის წევრმა პატივისცემით უნდა მიმართოს პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს. მან უნდა გამოიყენოს კორექტული ლექსიკა მოქალაქეებთან ურთიერთობისას, საჯარო გამოსვლებისას და საპარლამენტო დებატების დროს.

პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელი იქნება შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება.

წარმოდგენილი პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირინა ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, გიორგი კახიანი, კახა კუჭავა და გუგული მაღრაძე არიან. 

Comments
Loading...