- Advertisement -

დეპუტატს, რომელიც სესიის სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება შეუწყდება

423

საპარლამენტო მუშაობაში პასიური მონაწილეობის გამო პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გამკაცრდება. აღნიშნულს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

კერძოდ, პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, თუ ის სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება.

"დღეს მოქმედი კონსტიტუცით, თუ დეპუტატი 4 თვე თუ არ მონაწილეობს მუშაობაში, შეიძლება შეუწყდეს მას უფლებამოსილება, რაც არის ფიქტიური ჩანაწერი, 4 თვეში ერთხელ მოხვალ და დამთავრდა, თავიდან იწყება ვადის ათვლა. ეს უფრო ხელშესახები რომ ყოფილიყო, ჩაიწერა, რომ მორიგი სესიის განმავლობაში, ნახევარზე მეტს თუ არ ესწრები სხდომებს სარასაპატიო მიზეზით, ამ შემთხვევაში შეიძლება უკვე შეგიწყდეს უფლებამოსილება", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...