- Advertisement -

დვალი: “რუსთავი 2-ის” ქონება თავისუფალია, ფინანსური პრობლემები ჩვენ ვერ დაგვბრალდება

14

“ვვარაუდობდით, რომ ალბათ ხანდაზმულობასთან მაინც მოგვედავებოდნენ. ის, რომ სასამართლომ მიიღო, ეს ნიშნავს იმას, რომ არსებითი განხილვა შედგება ყველა ვარიანტში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. დაახლოებით, თვენახევრის წინ ქიბარ ხალვაშმა გამოაცხადა, რომ აპირებს წილების გასხვისებას და შესაბამისად, დღეს ის იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს რაღაცნაირად შეგვეფერხებინა. ქონება თავისუფალია, ანგარიშები თავისუფალია, მათ არაფერი დაბლოკილი არ არის, დაბლოკილია მხოლოდ და მხოლოდ ის წილი, რომელზეც ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ. შესაბამისად, ვერანაირად ვერ დაგვბრალდება რაიმე ფინანსური პრობლემები რუსთავი ორში ჩვენ,”- განაცხადა დავით დვალმა.
 

შეგახსენებთ, რომ თქბილისის საქალაქო სასამართლომ, აქომიძე-დვალის სარჩელი დღეს წარმოებაში მიიღო და “რუსთავი2-ის” 100 %-იანი წლის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილი 60 % დაყადაღდა.

The post დვალი: “რუსთავი 2-ის” ქონება თავისუფალია, ფინანსური პრობლემები ჩვენ ვერ დაგვბრალდება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...