- Advertisement -

დიდ დიღომში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

310

დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარედ, ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე, სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

წყალსადენი ქსელი შაქარაშვილის, გეხტმანის, ჯავახიშვილის, ცხაკაიას, ჭანდრისა და არჩილ მეფის ქუჩებზე, დაახლოებით, 7200 მეტრზე დამონტაჟდა. ასევე, მარკო პოლოს ქუჩაზე 2104 კმ-ის სიგრძის წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი მოეწყო.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

პროექტის განხორციელების შედეგად, 330-ზე მეტ ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება.

Comments
Loading...