პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ფინანსთა მინისტრ იქლილ ჰაკიმის ხვდება, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეები იხილავენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო სფეროებში ურთიერთობისა და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობას განვითარების მიმართულებებს. ავღანეთის მინისტრის ინტერესს ასევე წარმოადგენს საქართველოს წარმატებები რეფორმების განხორციელების მიმართულებით.