- Advertisement -

დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილეს შეხვდა

489

საქართველო-აშშ-ის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე კლეი ბერიმ შეხვედრაზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრაზე მხარეებმა ტექნიკური კუთხით, ყურადღება გაამახვილეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც განხილული იყო აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს შორის ბოლო შეხვედრისას.

მხარეებმა მიმოიხილეს ის ტექნიკური დახმარება, რომელსაც ამერიკის ხაზინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღმოუჩენს. კერძოდ, საუბარი წარიმართა ლიკვიდობის მართვაზე, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების განვითარებაზე, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე.

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე.

თავის მხრივ, აშშ-ის ხაზინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

Comments
Loading...