- Advertisement -

დიმიტრი ქუმსიშვილი: ახალ წელს ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი ვიქნებით

313

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კომპანია "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ამ ელექტროსადგურში მან მიიღო სრული გარანტიები, რომ ახალ წელს ქვეყანა ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი იქნება.

"საახალწლოდ და არამარტო საახალწლოდ ელექტროენერგიით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. მე ვესტუმრე ჩვენი ქვეყნის მთავარ სადისპეჩეროს, სადაც მივიღე სრული გარანტიები, რომ ახალ წელს ვიქნებით ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი", – განაცხადა ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-მ ბოლო 5 წლის განმავლობაში პრაქტიკულად 700 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა იმისთვის, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგება და მისი სისტემა ყოფილიყო მდგრადი და ასევე გაზრდილიყო სატრანზიტო ფუნქციები.

"შემდეგი 10 წლის განმავლობაში მინიმუმ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება მხოლოდ ძირითად ინფრასტრუქტურაზე, რამაც ჰიდრო და სხვა ელექტროსადგურებში დამატებით 5-6 მლრდ ევროს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა უნდა წარმოქმნას", – განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

Comments
Loading...