- Advertisement -

დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს

511

ფინანსთა მინისტრის განცხადებით საქსტატის მონაცემების თანხმად, 2017 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4.4 პროცენტის, პირველი ორი თვის კი – 4,8 პროცენტის ნიშნულზე დაფიქსირდა. მიმდინარე წლის იანვარში მშპ-ს ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა.მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. 

ჩვენ მიმდინარე წელი ეკონომიკის 4-პროცენტიან ზრდაზე გვაქვს დაგეგმილი. პირველივე თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ. 
მე შესაძლებლობა მაქვს, ყოველდღიურად თვალი ვადევნოთ მარტის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის ბრუნვებს და აქაც ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს. მარტში, წინასწარი შეფასებით, საკმაოდ კარგად იზრდება ექსპორტი. ეს და სხვა მაჩვენებლები გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი პარამეტრები წარმატებით შესრულდება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Comments
Loading...