- Advertisement -

დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის კურსი მეც მაწუხებს

356

"ბოლო დღეებში ერთ-ერთი მთავარი თემა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარებაა. ლარის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ, მისი მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს",- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ლარიზაციის რეფორმა. ბოლო დღეებში ერთ-ერთი მთავარი თემა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარებაა. ლარის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ, მისი მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს. მაწუხებს, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში მაწუხებს, როგორც საქართველოს მთავრობის წევრს, რადგან ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა მავალდებულებს ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ ასეთი მდგომარეობა სავალუტო ბაზარზე კურსის თუნდაც მოკლევადიანი რყევების გამო შეიძლება გაგრძელდეს მანამდე ვიდრე მაღალია დოლარიზაციის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე. სწორედ ესაა ამ პრობლემის მთავარი საფუძველი",-განაცხადა ქუმსიშვილმა.

ბიუჯეტის პროექტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა.

Comments
Loading...