- Advertisement -

დიმიტრი ქუმსიშვილი: მეხანძრე-მაშველები აუცილებლად მიიღებენ პრემიებს

396

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები პრემიებს აუცილებლად მიიღებენ.

"ეს არის დამოკიდებული უწყებებზე, მათ აქვთ თანხები, შესაბამისად, ის პრემიები, რომლებიც გამოაცხადა პრემიერმა აუცილებლად გაიცემა. ეს არის დამოკიდებული კონკრეტულ უწყებაზე"-განაცხადა ქუმსიშვილმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს და გამგეობის თანამშრონლებს ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის ფულადი ჯილდო გადაეცათ. 

Comments
Loading...