- Advertisement -

დიმიტრი ქუმსიშვილი: მშენებლობის ნებართვის გაცემის მიხედვით მე-3 ადგილზე ვართ

668

ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებულ შეფასებებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო მსოფლიოს ბანკის „Doing Business 2017”-ის რეიტინგში არის მე-16 მსოფლიოს 198 ქვეყანას შორის.

„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესი ხარჯავს ძალიან ცოტა თანხას და დროს, როდესაც ის ეხება ბიუროკრატიას. ჩვენ ვართ მე-7 ბიზნესის დაწყების რეიტინგით და მე-3- ე მშენებლობის ნებართვის გაცემის მიხედვით",-განაცხადა ქუმსიშვილმა. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება „ჰერითიჯის ფონდის“ „ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი“. აღნიშნულის თანახმად, საქართველო მე-13 ადგილზეა.

„არ შემიძლია არ შევეხო კორუფციის ინდექსს, რომლის მიხედვითაც „ტრეის მატრიქსის“ გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩვენ მე-11 ადგილზე ვიყავით მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი შედეგები უკეთესი იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Comments
Loading...