- Advertisement -

დიმიტრი ხუნდაძემ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა

8

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძე „გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას – „თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში“ გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ დიმიტრი ხუნდაძის მეუღლე საჯარო სამსახურში მუშაობს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს.
„ეს არის აბსოლუტურად ტყუილი, არც ერთ თეთრს, ჩემი მეუღლე არ იღებს საჯარო სამსახურში ბიუჯეტიდან, იმიტომ, რომ იქ არ მუშაობს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დაშვებული შეცდომა აღიარა და მას ბოდიშიც მოუხადეს. „რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა ზარი გამჭვირვალობიდან, პროექტის ხელმძღვანელი იყო თუ არ ვცდები და ბოდიში მოიხადა, იმიტომ, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია. არც თუ ისე იშვიათად ხდება გამიზნულად საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია, კონკრეტულად დეპუტატების. ახლა ახლოვდება არჩევნები და დარტყმის ობიექტი ვიქნებით ჩვენ. ეს არ წაადგება არავის და არაფერს. არ წაადგება იმ ხალხსაც, რომლის წინაშეც დეპუტატები გინდათ რომ გამოიყვანოთ მხოლოდ საკუთარ თავზე მაზრუნალნი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
The post დიმიტრი ხუნდაძემ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...